
აშშ-ს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებით ჩააქვს
02/03/2024 15:31:20 მსოფლიო
აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
1 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდე, ვინაიდან “ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესვლა საკმარისთან ახლოსაც არაა.”
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შაბათს, 2 მარტს, ჰუმანიტარული დახმარება სამი ამერიკული C-130 თვითმფრინავიდან ჩამოიყარა, ჯამში 66 შეკვრა - 22 თითო თვითმფრინავიდან.
წყაროს ინფორმაციით, შეკვრებში მხოლოდ საკვები.