
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია
02/03/2024 15:22:08 საზოგადოება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია.
ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 43:5 დაამარცხეს.
ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოდნენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.
ფინალი 17 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.