Accentnews.ge
"გერმანიამ თავის მართლება უნდა შეწყვიტოს" – ლონდონი ბერლინის დარწმუნებას ცდილობს კიევისთვის Taurus-ების გადაცემაზე

"გერმანიამ თავის მართლება უნდა შეწყვიტოს" – ლონდონი ბერლინის დარწმუნებას ცდილობს კიევისთვის Taurus-ების გადაცემაზე

01/03/2024 17:54:03 მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს, დაარწმუნოს გერმანია, "შეწყვიტოს საბაბების ძებნა" და უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს,- წერს Bloomberg.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას ძალიან სჭირდება Taurus-ის რაკეტები.

"გერმანიამ უნდა შეწყვიტოს თავის მართლება," - უთხრა გამოცემას ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ბრიტანეთმა გერმანიას გამოსავლის სახით შესთავაზა, რომ თავად უკრაინას მეტ Storm Shadow-ის რაკეტას მიაწვდის, ხოლო გერმანია – ბრიტანეთს თავის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

"შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწნა",– თქვა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალისია კერნსმა და დასძინა, "შოლცმა უნდა გადასცეს Taurus-ები".

ამ კვირაში შოლცმა კიდევ ერთხელ გამორიცხა Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა და ამტკიცებს, რომ ეს ნიშნავს, რომ გერმანია რუსეთთან ომის მხარე გახდება.

მისი თქმით, გერმანიას არ შეუძლია უკრაინას მისცეს "500 კმ-ზე მქომედი იარაღი, რომლის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, რაკეტამ შეიძლება მოსკოვს მიაღწიოს."

"ის, რასაც ბრიტანელები და ფრანგები აკეთებენ მიზნების მონიტორინგისა და თანმხლები სამიზნე მონიტორინგის თვალსაზრისით, გერმანიაში არ შეიძლება გაკეთდეს," - თქვა შოლცმა ორშაბათს.

ზოგიერთმა ბრიტანელმა დეპუტატმა ეს განცხადება განმარტა, როგორც შოლცის საჯარო კომენტარი უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების საიდუმლო აქტივობებზე.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. კიევი კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რაკეტები მას მხოლოდ ქვეყნის დასაცავად სჭირდება.

"იარაღზე, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და თუ არასწორად იქნება გამოყენებული, მოსკოვში კონკრეტულ სამიზნეებსაც მიწვდება, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა." – თქვა გერმანიის კანცლერმა დრეზდენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

მან ასევე თქვა, "ის, რასაც ბრიტანელები და ფრანგები აკეთებენ მიზნების მონიტორინგისა და თანმხლები სამიზნე მონიტორინგის თვალსაზრისით, გერმანიაში არ შეიძლება გაკეთდეს," - თქვა შოლცმა ორშაბათს.

ზოგიერთმა ბრიტანელმა დეპუტატმა ეს განცხადება განმარტა, როგორც შოლცის საჯარო კომენტარი უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების საიდუმლო აქტივობებზე და მწვავედ გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S