Accentnews.ge
"ვეცდები, ჩემით იამაყო" – ნავალნის ცოლის გამოსამშვიდობებელი წერილი

"ვეცდები, ჩემით იამაყო" – ნავალნის ცოლის გამოსამშვიდობებელი წერილი

01/03/2024 16:28:00 მსოფლიო

ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია მეუღლეს წერილით მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ვიდეორგოლით გამოემშვიდობა. ცნობილია, რომ იულია ნავალნაია და მისი შვილები ამ დროისთვის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთში არ იმყოფებიან.

"ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი მაცინებდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი.

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მაგრამ ვეცდები, მოვიქცე ისე, რომ შენ, მაღლა იხარო ჩემს გამო და იამაყო ჩემით. არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები.

ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი მაქვს შენახული იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო, ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. მე კი, ძალიან მინდოდა მეყურებინა, როგორ მოუსმენდი მათ, გაიცინებდი და მერე ჩამეხუტებოდი.

მიყვარხარ სამუდამოდ... მშვიდად განისვენე, - წერს იულია ნავალნაია.ცნობილია, რომ იულია ნავალნაია და მისი შვილები ამ დროისთვის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთში არ იმყოფებიან.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, დღეს, 1 მარტს დაკრძალეს. მასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ აპლოდისმენტებით გააცილეს ნავალნი, სკანდირებდნენ, "არა ომს", "ნავალნი"...

ტაძართან და საფლავზეც დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. არის ცნობები დაკაებების შესახებ. ასევე, მედია წერს, რომ ტაძრის წინამძღვარს რუსეთის საპატრიარქოდან მოსთხოვეს, მასიმალურად მოკლე დროში გადაეხადათ პანაშვიდი. შესაბამისად, ოჯახს ცხედრის მორგიდან გადასვენების უფლება დღის მეორე ნახევარში მისცეს, ხოლო ტაძარში ნავალნი სულ 20 წუთის განმავლობაში იყო დასვენებული.

ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. დასკვნაში საუბარია "ბუნებრივ სიკვდილზე". მანამდე ნავალნი სადამსჯელო საკანში 27–ჯერ ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც უმკაცრესი პირობებია.

დედას შვილის ცხედარი მხოლოდ 23 თებერვალს ანახეს. ლიუდმილა ნავალნაიმ თქვა, რომ მას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ შვილი საიდუმლოდ დაეკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S