
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების კუთხით ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
01/03/2024 16:04:48 მსოფლიო
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები უკრაინას მიმდინარე წელს 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს 10–წლიან დახმარებასაც. ნიდერლანდები ასევე მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.
„დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, - თქვა ზელენსკიმ.
მარკ რუტე უკრაინაში დღეს ჩავიდა, პატივი მიაგო ომის შედეგად დაღუპულების ხსოვნას, იმყოფებოდა ხარკოვში, შეხვდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებსაც, ესტუმრა მეტროში მოწყობილ სკოლასაც, სადაც 858 მოსწავლე სწავლობს.