Accentnews.ge
”რუსეთმა იცის შედეგები” – NATO პუტინის მორიგ მუქარას ბლეფად მიიჩნევს

”რუსეთმა იცის შედეგები” – NATO პუტინის მორიგ მუქარას ბლეფად მიიჩნევს

01/03/2024 14:33:39 მსოფლიო

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მუქარას ნატო–ში დაშინების მორიგ მცდელობად აფასებენ.

ნატო განიხილავს რუსეთის პრეზიდენტის უახლეს განცხადებას, რომელიც გაკეთდა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას "უფრო მეტად ფსიქოლოგიური დაშინების ლოგიკის ქვეშ, ვიდრე რეალურ განზრახვად",– ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ ესპანურ El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ბირთვული იარაღი "სრულ მზადყოფნაშია" გამოსაყენებლად და მისი გამოყენება შესაძლებელია, თუ ნატოს ჯარები გაიგზავნება უკრაინაში, – თქვა პუტინმა ხუთშაბათს: ”ინტერვენციონისტებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყა სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე". მან დასძინა, რომ ეს ქმნის "ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის საფრთხეს და, შესაბამისად, ცივილიზაციის განადგურების“.

”ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე უშუალო საფრთხეს რუსეთის მხრიდან ამ იარაღის გამოყენებით”, - თქვა ჯოანემ თემის კომენტირებისას. თუმცა, თავად ასეთი განცხადებები "ძალიან საშიშია, რადგან ძირს უთხრის ნდობას", - დასძინა მან.

”რუსეთმა იცის ასეთი ნაბიჯის შედეგები”, - ალიანსის წარმომადგენელმა.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონმა გააფრთხილა მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების „კატასტროფული შედეგების“ შესახებ. შემდეგ პუტინი და დიმიტრი მედვედევი რამდენჯერმე დაიმუქრნენ მისი გამოყენებით, მათ შორის უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "დასაცავად"; პუტინმა მობილიზაციის გამოცხადებისას მის მუქარასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს „ბლეფი არა“. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კრემლი გაფრთხილებულა შედეგების შესახებ. „აშშ და მისი მოკავშირეები მტკიცედ უპასუხებენ“ რუსეთის ასეთ ქმედებებს, – თქვა სალივანმა.

ამჯერად პუტინი ბირთვულ შანტაჟს მას შემდეგ დაუბრინდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა.

მაკრონის განცხადება შეგნებულად იყო ორაზროვანი და მიზნად ისახავდა რუსეთის სამხედრო სარდლობის ეჭვებში ჩავარდნას, – განუცხადეს ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა Bloomberg-ს.

თუმცა, თავად მაკრონმა თქვა, რომ ეს იყო მიზანმიმართული და ღრმად გააზრებული:

"ეს საკმაოდ სერიოზული კითხვებია; თითოეული სიტყვა, რასაც ამ საკითხზე ვამბობ, აწონილ–დაწონილი და გააზრებულია".

ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და თავიდან აიცილებს ესკალაციას რუსეთთან, თქვა ჯოანემ: „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოკავშირეების უფლებას, ახალი იდეები შემოიტანონ მაგიდაზე. მაგრამ ჩვენ, ნატოში არ გვაქვს განზრახვა ან გეგმები უკრაინაში ჯარების განთავსების თაობაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S