Accentnews.ge
პესკოვი: კრემლს "არაფერი აქვს სათქმელი" ნავალნის ნათესავებისთვის მისი დაკრძალვის დღეს

პესკოვი: კრემლს "არაფერი აქვს სათქმელი" ნავალნის ნათესავებისთვის მისი დაკრძალვის დღეს

01/03/2024 10:36:18 მსოფლიო

კრემლს "არაფერი აქვს სათქმელი" ალექსეი ნავალნის ნათესავებთან მისი დაკრძალვის დღეს, - განუცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე. ასევე, მისი თქმით, კრემლი „ვერ შეაფასებს ნავალნის, როგორც პოლიტიკურ ფიგურას“.

პესკოვმა დასძინა, რომ „ვინც მიიღებს მონაწილეობას ნავალნის დაკრძალვის დღეს უნებართვო აქციებში, კანონით პასუხისმგებელია“. პესკოვმა არ დააკონკრეტა რა „არასანქცირებულ აქტივობებზეა" საუბარი.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს კრემლი იმ ფაქტს, რომ ხალხი იკრიბება ტაძარში, სადაც ნავალნის პანაშვიდი გაიმართება, პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა: „ამ კითხვაზე უკვე გავეცი პასუხი. აქ ჩვენ უნდა ამივიდეთ იქიდან, რაც უკვე ვთქვი".

ტაძართან, სადაც ნავალნის პანაშვილი უნდა გაიმართოს, ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ დილიდანე მოაწყო ბარიერები. ასევე შეინიშნება პოლიციელთა სიმრავლეც. მოქალაქეების თქმით, პოლიციელები მოქალაქეებს, რომელთაც ხელში თაიგულები უჭირავთ, საგულდაგლოდ ამოწმებენ.

ბორისოვის სასაფლაო, სადაც ალექსეი ნავალნის დაკრძალვა რუსეთის დროით 16:00 საათზე გაიმართება, ასევე პოლიციამ მოაქცია ალყაში. საფლავის ირგვლივ უშიშროების ძალები მორიგეობენ, სასაფლაოს ტერიტორია კი ღობეებითაა შემოსაზღვრული, იუწყება RusNews. ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ნათესავებისთვის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუციათ. ისინი მორგში დილის 10 საათზე მივიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S