Accentnews.ge
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

01/03/2024 10:25:53 საზოგადოება

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მედიასთან მოკლე კომენტარში მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.

"მართალია გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი სურვილია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანარჩენს, როგორც პირველად ვთქვი ცხოვრება გვაჩვენებს, ცხოვრება გრძელდება", - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

მისი ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში დეკანოზი ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება.

"ხედავთ, დაწოლილ მდგომარეობაში მიგვყავს, მაგრამ, ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ თავისი ფეხით დაუბრუნდება სამშობლოს და თავის ოჯახს", -განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის: ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S