Accentnews.ge
"ძალიან ცოტა მეფე არ გიჟდება სიბერეში" – კარლსონი პუტინთან ინტერვიუს შემდეგ

"ძალიან ცოტა მეფე არ გიჟდება სიბერეში" – კარლსონი პუტინთან ინტერვიუს შემდეგ

01/03/2024 08:39:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის არგუმენტებმა, რომლითაც მან ამერიკელ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში უკრაინაში იმის გაჩაღება გაამართლა, თავად ჟურნალისტის გაკვირვება გამოიწვია.

”მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე მომისმენია. ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს. დენაციფიკაცია? <…> ვუსმენდი ამას და ვფიქრობდი: "ეს არის ყველაზე სულელური და არადამაჯერებელი არგუმენტი, რაც კი ოდესმე შეგეძლო გამოგეყვანა." ვიჯექი და ვუსმენდი მის ლაპარაკს "ნაცისტებზე" რვა წუთის განმავლობაში“, - თქვა კარლსონმა ჟურნალისტ ლექს ფრიდმანის პოდკასტში.

კარლსონის თქმით, უკრაინის „ნაცისტების“ მიერ მართვაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

”მე მძულს ყველა ეს დისკუსია, რადგან არ არის რეალური. ეს უბრალოდ გზაა ვინმეს ასოცირება მოახდინო ბოროტ რეჟიმთან, რომელიც აღარ არსებობს“, - თქვა ჟურნალისტმა და განაგრძო,„თავად ვარ ანტინაცისტი. მაგრამ 2024 წელს ნაცისტური მოძრაობა არ არსებობს. ეს უბრალოდ გზაა, ხალხს ბოროტი უწოდო. <…> მაგრამ მათთვის [უკრაინელებს] "ნაცისტების" წოდება, ჩემი აზრით, ბავშვურია“.

კარსლსონმა არ გამორიცხა, რომ პუტინი ზოგადად ნაციონალისტურ მოძრაობებს გულისხმობდა, რადგან თავად ეშინია ამის რუსეთში ეროვნებათა მრავალფეროვნების გამო. ამავდროულად, ჟურნალისტი დაეთანხმა ფრიდმანს, რომელმაც თქვა, რომ ნეონაცისტები უკრაინაში შეადგენენ მოსახლეობის "მცირე პროცენტს" და "არ აქვთ ძალაუფლება" ან გავლენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაზე.

მთლიანობაში, ინტერვიუს შემდეგ კარლსონს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინი პიარში სუსტია, რადგან „არ იცის როგორ მოყვეს საკუთარი ამბავი“.

მან ასევე თქვა, რომ პუტინის უნარზე, ადეკვატურად აღიქვას რეალობა და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, გავლენა იქონია მისმა ღრმა იზოლაციამ კოროვირუსული პანდემიის დროს.

”ჩაკეტილი იყო COVID-19-ის დროს, მე ეს ვიცი და მხოლოდ ორ-სამ ადამიანთან ჰქონდა კავშირი. ეს გხდის უცნაურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობა, რომ შენი შეხედულებები ეჭვქვეშ დააყენოს. ეს იკითხება ლიდერებში, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში“, - თქვა კარლსონმა.

მან გაიხსენა, რომ პუტინი 24 წელია, მართავს და ამას აქვს უარყოფითი მხარეები: „ერთ–ერთი ისაა, რომ უცნაური და ავტოკრატი ხდები, რის გამოც გვაქვს ვადის ლიმიტები. ძალიან ცოტა მეფე არ გიჟდება სიბერეში", - დასძინა კარლსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S