Accentnews.ge
რუსების თითქმის 60%-მა ვერ ახსნა, რა მიზნის მიღწევა შეძლო პუტინმა უკრაინაში

რუსების თითქმის 60%-მა ვერ ახსნა, რა მიზნის მიღწევა შეძლო პუტინმა უკრაინაში

01/03/2024 07:19:48 მსოფლიო

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „წარმატებულს“ უწოდებენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ასახელებს ერთ მიზანს, რომლის მიღწევაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეძლო ორ წელიწადში. ამგვარია რუსეთის ფედერაციის სოციოლოგების მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. მათ რესპონდენტებს, მათ შორის, დაუსვეს შეკითხვა: რა მიზნები იქნა მიღწეული სამხედრო ოპერაციის შედეგად ამ დრომდე?

კვლევის მონაწილეთა 58,9%-მა ვერ დაასახელა ასეთი მიზანი. უმრავლესობას - 35,8%-ს უჭირს პასუხის გაცემა, ხოლო 23,1%-მა თქვა, რომ მიზნები მიღწეული არაა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრისას პუტინმა თქვა, რომ აპირებდა უკრაინის „დენაზიფიკაციის“ და „დემილიტარიზაციის“ მიღწევას, რომელმაც კრემლის ლიდერის მტკიცებით, დონბასში „გენოციდი“ ჩაიდინა. ორი წლის შემდეგ რუსების მხოლოდ 0.9%-მა დაასახელა „დენაზიფიკაციის“ მიზანი მიღწეულად, ხოლო „დემილიტარიზაცია“ – 1.5%-მა, RussianField-ის მონაცემებით.

გამოკითხულთა 2.3%-მა თქვა, რომ პუტინმა მოახერხა „რუსეთის სიძლიერის“ დემონსტრირება მსოფლიოსთვის“, ხოლო 2.2%–მა – დონბასის მაცხოვრებლების „დაცვა“, ხალხის გაერთიანება და მათი „მთლიანობის“ შენარჩუნება - 1%-ზე ნაკლები.

ომი, როგორც გამოკითხვიდან ჩანს, რუსების მიერ განიხილება, როგორც დაპყრობითი. საერთო ჯამში, რესპონდენტთა 17%-მა მიღწეულ მიზნებს შორის ტერიტორიების ანექსია დაასახელა. ამავდროულად, 10,3%–მა განაცხადა დონბასის „განთავისუფლების“ შესახებ, ხოლო 6,7% – მის „ანექსიაზე“ (ეს პასუხები გახდა ყველაზე პოპულარული).

„მიღწეული მიზნების ასოცირება ტერიტორიულ შენაძენებთან უფრო დამახასიათებელია ქალებისთვის და ხანდაზმული რესპონდენტებისთვის. შუახნის რესპონდენტები უფრო ხშირად საუბრობენ ძალის დემონსტრირებაზე. იგივე პასუხები, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკური მიღწევების ხსენება, დამახასიათებელია მათთვის, ვინც გარშემორტყმულია „სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებით, წერს RussianField.

სოციოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ მამაკაცები, უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები და ემიგრანტებით გარშემორტყმულები და ისინი, რომლებიც ომში არ მონაწილეობენ, უფრო ხშირად საუბრობენ მიღწევების არარსებობაზე.

ამავე კვლევის მიხედვით, რუსების 68%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა "სწორი მიმართულებით მოძრაობს", ხოლო 56% არმიის ქმედებებს "წარმატებულად" აფასებს. ამავდროულად, 71% თვლის, რომ ომი "გაჭიანურდა".2022 წლის ივლისში ასე 59% ფიქრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S