Accentnews.ge
ოსტინი: თუ უკრაინა დამარცხდება, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იქნება HATO–რუსეთის ომი

ოსტინი: თუ უკრაინა დამარცხდება, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იქნება HATO–რუსეთის ომი

01/03/2024 06:44:01 მსოფლიო

უკრაინის დამარცხება გამოიწვევს ომს ნატოსა და რუსეთს შორის, განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ შეწყვეტს“ „მეზობლების სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობებს“.

ოსტინის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძალიან აწუხებთ, იქნებიან თუ არა შემდეგი.

„ისინი იცნობენ პუტინს, იციან, რაზეა წამსვლელი და გულწრფელად რომ გითხრათ, თუ უკრაინა დამარცხდება, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ნატოს მოუწევს რუსეთთან ომი“, - განაცხადა მან.

პენტაგონის ხელმძღვანელი კიევისთვის დახმარების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ხედვით, ნატო „ძალიან სახიფათო გზას დაადგება“.

„ჩვენი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან სიგნალით, რომელსაც ჩვენ ვგზავნით, როდესაც არ ვეხმარებით უკრაინას. ეს ასევე ძირს უთხრის უკრაინელი სამხედრო პერსონალის მორალს“, - თქვა ოსტინმა და გააფრთხილა, რომ უკრაინის დამარცხება წამოჭრის კითხვებს იმის შესახებ, უნდა ჩაითვალოს თუ არა შეერთებული შტატები სანდო მოკავშირედ და პარტნიორად.

დეკემბრის დასაწყისში მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია, შეუტიოს ნატოს, თუ პუტინს "უკრაინაში არ გააჩერებენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S