
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
01/03/2024 06:36:56 მსოფლიო
იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა.
სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს "სახელმწიფო ტრანსპორტის სალიზინგო კომპანია" და სხვა.
სანქციების დაწესება ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას და ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას.