Accentnews.ge
Bloomberg: ბაიდენს სურს, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ

Bloomberg: ბაიდენს სურს, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ

01/03/2024 06:27:27 მსოფლიო

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს.

გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს.

აღნიშნული თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპაშია, ძირითადად ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში და ნებისმიერი გარიგება "დიდი შვიდეულის" ყველა ქვეყნის მხარდაჭერას საჭიროებს.

მიუხედავად რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს თანახმად, "დიდი შვიდეულის" წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანი. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არსებობს გაყინული ქონების ჩამორთმევის კანონიერი გზა.

მანამდე, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა 24 თებერვალს სამიტის დასასრულს დაადასტურეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს უმოძრაოდ შეინარჩუნებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S