
უკრაინის გენპროკურორი: დადგენილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 გასამართლებულია
29/02/2024 17:50:09 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირის ვინაობა დაადგინა. მათგან, 81 უკვე გაასამართლეს. ამის შესახებ მან ომის დანაშაულების კონფერენციაზე პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის მთავარ პროკურორებთან და ევროკავშირის მართლმსაჯულების ჯგუფის, Eurojust-ის პრეზიდენტთან ერთად სიტვით გამოსვლისას განაცხადა.
ანდრეი კოსტინმა აღნიშნა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს 40-ზე მეტ ქვეყანასთან ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობაზე.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, პროკურორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის ორი წლით გახანგრძლივებას. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ინიციატივით, ომის დანაშაულების გამოძიებისთვისაა შექმნილი.