Accentnews.ge
მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი დააკავეს

მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი დააკავეს

29/02/2024 14:32:27 მსოფლიო

მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.

მისი ცნობით, სოკოლოვი პოლიციაში მიიყვანეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად.

საქმე ეხება „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთ პუბლიკაციას.

"საქმეს პეროვოს რაიონის სასამართლო განიხილავს, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია", აღნიშნავს გამოცემა.

სერგეი სოკოლოვი „ნოვაია გაზეტას“ საგამოძიებო განყოფილებას მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იგი მთავარი რედაქტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2023 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც დმიტრი მურატოვმა დატოვა ეს თანამდებობა „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გამო. ნოემბერში გაზეთის კოლექტივმა სოკოლოვი მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე აირჩია.

„ნოვაია გაზეტამ“, რომელიც რუსეთში 1993 წლიდან გამოდის, 2022 წლის მარტში შეწყვიტა გამოსვლა, მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და შემოღებულ იქნა ახალი კანონები ჯარიმების, დაკავებებისა და პატიმრობის ვადების შესახებ, რომლებიც სამხედრო ცენზურად განიხილება. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ქვეყანა დატოვეს და ჩამოაყალიბეს „ნოვაია გაზეტა ევროპა“, რომლის რედაქცია რიგაშია. შარშან 7 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ მასმედიის ლიცენზია ჩამოართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S