
პუტინი "ევრაზიის უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების" აუცილებლობაზე საუბრობს
29/02/2024 10:53:18 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევრაზიის უსაფრთხოების ახალი კონტურის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-მა და მისმა „სატელიტებმა“ ევრაზიის უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად ჩამოშალეს და ეს „ქმნის რისკს ყველასთვის".
"აშკარაა, რომ აუცილებელია მუშაობა ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალი კონტურის ფორმირებაზე" - თქვა პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას.
მისი თქმით, ამ თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გაერთიანებასთან „საგნობრივი საუბრისთვის“ მზადაა.
„სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე შეუძლებელია მტკიცე მსოფლიო წესრიგი“.,– ამტკიცებს კრემლის ლიდერი, რომელიც ამჟამად მეზობელ უკრაინაში აწარმოებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.
იხილეთ ასევე: პუტინი დასავლეთიდან „ინტერვენციონისტებს“ "ტრაგიკული შედეგებით" დაემუქრა