
ერთ დღეში რუსეთმა სამი გამანადგურებელი დაკარგა
29/02/2024 09:57:06 მსოფლიო
დონბასში უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ორი რუსული “სუ-34” ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი იტყობნება.
ამრიგად, მხოლოდ დღეს უკრაინელებმა ჯამში სამი გამანადგურებელი გაანეიტრალეს.
„დღეს ავდიივაკასა და მარიუპოლის მიმართულებით კიდევ ორი „სუ-34“ განადგურდა!" - განმარტა ოლეშუკმა.
ბოლო სამ დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თებერვალში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა საერთო ჯამში, 13 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად აფასებენ 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდებას, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს.
უკრაინის სარდლობის ცნობით, თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა მისი ათკაციანი ეკიპაჟი, მათ შორის, ხუთი მაიორის რანგის ოფიცერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამს.