Accentnews.ge
Forbes-ის სიაში მოხვედრილმა კიდევ ორმა ბიზნესმენმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

Forbes-ის სიაში მოხვედრილმა კიდევ ორმა ბიზნესმენმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

29/02/2024 08:53:07 მსოფლიო

უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ორმა ბიზნესმენმა – Veem Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა, რომლებიც ჟურნალ Forbes-ის მიხედვით „რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის“ რეიტინგში მოხვდნენ.

როგორც გამოცემას მათმა მეგობრებმა განუცხადეს, ორივე მეწარმემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები კვიპროსში რუსეთის საელჩოში დაასრულა. ამის შემდეგ ორივეს მხოლოდ კვიპროსის მოქალაქეობა დარჩა. თავად ბიზნესმენები დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობენ - ბარონოვი შვეიცარიაში, ტიმაშევი კი აშშ-ში.

„მე ვარ კერძო პირი და არასდროს ვაკეთებ საჯარო კომენტარს, განსაკუთრებით, პოლიტიკაზე. მაგრამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან ღრმად ვარ შოკირებული რუსეთის ომით უკრაინაში. მე ოფიციალურად წარვადგინე ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის“, - თქვა აღნიშნა ბარონოვმა გასული წლის აპრილში.

მან ასევე დაამატა, რომ მან მილიონობით დოლარი შესწირა ცნობილ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაეხმარნენ დევნილ უკრაინელებს.

რატმირ ტიმაშევმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2024 წლის იანვარში თქვა. მანამდე შვიდმა მილიარდერმა გადადგა მსგავსი ნაბიჯი. მათ შორის არიან: ვასილი ანისიმოვი (1,6 მილიარდი დოლარი), ტიმურ ტურლოვი (2,4 მილიარდი დოლარი), რუბენ ვარდანიანი (1,3 მილიარდი დოლარი), იური მილნერი (7,3 მილიარდი დოლარი), ნიკოლაი სტორონსკი (7,1 მილიარდი დოლარი), იგორ მაკაროვი (2,2 მილიარდი დოლარი) და ოლეგ ტინკოვი (0,86 მილიარდი დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S