Accentnews.ge
„ალტ ინფოს" ლიდერი პროკურატურაში დაიბარეს

„ალტ ინფოს" ლიდერი პროკურატურაში დაიბარეს

29/02/2024 08:50:14 საზოგადოება

„ალტ ინფოს” ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაში დაიბარეს.

უწყებაში იგი 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ზურაბ მახარაძემ „ალტ-ანალიტიკის“ ეთერში აღნიშნა, რომ საქმე 2021 წლის 5 ივლისს ეხება.

ცნობისთვის: 2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემისთვის და ორი ორგანიზაციის ოფისების დარბევისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი უკვე თავისუფალია. 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე დაკავებული არ არის. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამავე თემაზე: საია: 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S