
ოლეშჩუკი კიდევ ერთი რუსული Су-34–ის ჩამოგდების შესახებ იუწყება
29/02/2024 06:59:48 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის არმიის კიდევ ერთი გამანადგურებელი ბომბდამშენი Су-34 ჩამოაგდეს. იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლი, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკი.
ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი „აღმოსავლეთის მიმართულებით“ გაანადგურეს.
ბოლო სამ დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თებერვალში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა საერთო ჯამში, 11 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად აფასებენ 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდებას, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს.
უკრაინის სარდლობის ცნობით, თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა მისი ათკაციანი ეკიპაჟი, მათ შორის, ხუთი მაიორის რანგის ოფიცერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამს.