Accentnews.ge
მედია: პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან 4 მლრდ დოლარის გამოყენებას არ გამორიცხავს

მედია: პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან 4 მლრდ დოლარის გამოყენებას არ გამორიცხავს

29/02/2024 06:55:21 მსოფლიო

პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას არ გამორიცხავს, – იუწყება CNN თავდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნულ საკითხს განიხილავენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, თუნდაც იმ გარანტიების გარეშე, რომ ეს თანხები კონგრესიდან შეივსება,

"თავდაცვის დეპარტამენტს ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის საპრეზიდენტო სახსრები უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს საკუთარი მარაგი კიევში სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად. თუმცა პენტაგონს ადრე არ სურდა დარჩენილი თანხის დახარჯვა გარანტიის გარეშე, რადგან თავდაცვის დეპარტამენტის მარაგის დახარჯვამ მისი შევსების გეგმის გარეშე შესაძლოა, გავლენა იქონიოს აშშ-ზე სამხედრო მზადყოფნაზე", – იუწყება CNN.

როგორც გამოცემა იტყობინება, ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

"ოფიციალური პირების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ საუბრები ამ ვარიანტზე და სხვა პოტენციურ გეგმებზე სულ უფრო აქტუალური გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან უკრაინაში, ბრძოლის ველზე ვითარება უფრო მძიმე გახდა", – იუწყება CNN.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კვლავ გააფრთხილა. კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების პრობლემა სულ უფრო მწვავდება.

"უმოქმედობის შედეგები უმძიმესი იქნება", – განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში 25 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორებმაც. ამასთან, სპიკერ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.

რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S