Accentnews.ge
ტრამპის იმუნიტეტის საკითხს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს

ტრამპის იმუნიტეტის საკითხს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს

29/02/2024 06:30:22 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, განიხილოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სარჩელი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვას ეხება. განხილვა 22 აპრილს დაიწყება.

ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც თებერვლის დასაწყისში, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ სარგებლობს იმუნიტეტით სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობას და კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეთა თავდასხმას.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია ყოფილი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ კონგრესისგან უნდობლობა გამოცხადებული არ აქვს.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელის განხილვა გადაწყვიტა, შეჩერდა სასამართლო პროცესი კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე. მისი განხილვა 4 მარტს უნდა დაწყებულიყო.

დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S