გზების დეპარტამენტი: გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

29-02-2024 10:11:17 რეპორტაჟი ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთიოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზაბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც.

არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები