
ბელგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს
28/02/2024 17:02:24 მსოფლიო
ბელგია ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის სასწრაფოდ შეძენას ითვალისწინებს, 200 მილიონ ევროს გამოყოფს, იტყობინება ბელგიის პრემიერ– მინისტრი ალექსანდრ დე კროო.
„ჩვენ ვერასდროს შევძლებთ, გავეჯიბროთ იმ მსხვერპლს, რომლის გაღებაც უკრაინას ყოველდღიურად უწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ აუცილებელია პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკის "მივცეთ ის, რაც მან მოითხოვა, კერძოდ, მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაგერიებლად".
"ბელგია ჩეხურ ინიციატივას 200 მილიონი ევროთ დააფინანსებს. დამატებითი საბრძოლო მასალა უახლოეს კვირებში ჩამოვა", - წერს ის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთმა უკრაინისთვის 155 და 122 მმ კალიბრის 800 ათასი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინა და საჭიროა რესურსები უკრაინისთვის მისაწოდებლად. ახლახანს, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა მხარი დაუჭირეს ევროპის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მასალის შეძენის გეგმას, რათა სწრაფად მიეწოდოს უკრაინას კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობა.