Accentnews.ge
ლიეტუვა და ლატვია უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ ეწინააღმდეგებიან

ლიეტუვა და ლატვია უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ ეწინააღმდეგებიან

28/02/2024 16:07:15 მსოფლიო

ლიეტუვა და ლატვია არ ეწინააღმდეგებიან დასავლელი სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეები სეთანხმდებიან, ლატვია მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მართალია, არ არსებობს სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ კონსენსუსი, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S