Accentnews.ge
უკრაინა: თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურეს

უკრაინა: თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურეს

28/02/2024 14:52:25 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა,– იტყობინება "უკრინფორმი" უკრაინის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით.

ცნობების მიხედვით, ერთი სამხედრო მომარაგების, მეორე კი ოკუპანტების რადიო-ელექტრონული სადაზვერვო სამანევრო ჯგუფია.

როგორც იტყობინებიან, გასულ დღეს ფრონტზე 102 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"გასულ დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ მარცხენა სანაპიროზე მტერმა დაკარგა: 49 ოკუპანტი, 2 ცეცხლსასროლი ყუმბარმტყორცნი, 2 იარაღი, 1 ნაღმმტყორცნი, 1 ნავი, 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი: 2 "სუპერკამერის" ტიპის და 1- "ზალა", 3 ერთეული სხვა ტექნიკა, მათ შორის მოტოციკლი და ექსკავატორი.

განადგურდა 2 უპილოტო საფრენი აპარატის გამშვები პუნქტი, საბრძოლო მასალის მომარაგების პუნქტი და მანევრირებადი ელექტრონული სადაზვერვო ჯგუფი.", - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S