Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის უშუალო სამზობლოზე კრემლის საერთო გავლენა შემცირდა

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის უშუალო სამზობლოზე კრემლის საერთო გავლენა შემცირდა

28/02/2024 14:27:39 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საერთო გავლენა მის უშუალო სამზობლოზე შემცირდა, – იტყობინება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

„უკრაინის წინააღმდეგ ომმა მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობებში. რუსეთი ამ ქვეყნებში თავისი გავლენის შენარჩუნებას რა თქმა უნდა, კვლავ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განიხილავს, რომელიც გადამწყვეტია შიდა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. 2022 წლის თებერვლიდან... რუსეთის საერთო გავლენა მის უშუალო მეზობლებზე შემცირდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 28 თებერვლის ანგარიშში.

ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩადებული რესურსები და სამხედრო გარღვევის კუთხით წარუმატებლობამ ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ტრადიციული პოზიცია, როგორც რეგიონული უსაფრთხოების გარანტის. ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევამ წამოჭრა თავად რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების საფრთხის პერსპექტივის თაობაზე.

„რუსეთის ეკონომიკის ვარდნამ და მეორადი სანქციების რისკმა გაზარდა შეშფოთება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ. ამ ტენდენციების საპასუხოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა გააძლიერეს ძალისხმევა თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის, რათა შეამცირონ რუსეთზე დამოკიდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყოფნას, როგორც აშკარად, ისე ფარულად, რეგიონში, კრემლის შესაძლებლობა, მიაღწიოს თავის მიზნებსა და ამოცანებს, მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S