
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
28/02/2024 13:23:42 ეკონომიკა
28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6606 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.40 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8780 ლარი გახდა.