
ნიდერლანდებმა ჩეხეთს უკრაინისთვის DITA-ს ჰაუბიცები შეუკვეთა
28/02/2024 12:27:34 მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ ჩეხეთს უკრაინისთვის DITA-ს უახლესი ჰაუბიცები შეუკვეთა.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ DITA ჰაუბიცა თანამედროვე სისტემაა, რომელსაც ათეულობით კილომეტრის დაშორებით შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა.
"უკრაინას დიდი მოთხოვნა აქვს ამ იარაღზე. ამიტომაც ნიდერლანდებმა ახლახან დაუკვეთა 9 ასეთი ჰაუბიცა უკრაინისთვის", - ნათქვამია შეტყობინებაში.
მანამდე ნიდერლანდებმა ჩეხეთს 100 MR-2 საზენიტო იარაღიც შეუკვეთა.