Accentnews.ge
ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ

ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ

28/02/2024 11:37:52 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა უნდა განიხილოს.

"დროა, დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად. ამ ფულს ვერ გამოვიყენებთ უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა". - თქვა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს.

მისი თქმით, ომის საფრთხე ევროკავშირისთვის "შეიძლება არ იყოს გარდაუვალი, მაგრამ არც შეუძლებელია":

"ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, მაგრამ ამ რისკებისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს იწყება წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღდგენის, შევსების, მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობით".

ევროკავშირმა რუსეთის აქტივები 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში გაყინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S