Accentnews.ge
სააგენტო: ბოლო 10 დღეში გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 171 ოჯახი და 34 ობიექტი, გაიცა რეკომენდაციები

სააგენტო: ბოლო 10 დღეში გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 171 ოჯახი და 34 ობიექტი, გაიცა რეკომენდაციები

28/02/2024 11:29:20 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში – კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

"სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები",– აცხადებენ სააგენტოში, თუმა დეტალებზე არ საუბრობენ.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის დნობის პროცესი, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S