Accentnews.ge
2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ ითხოვა

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ ითხოვა

28/02/2024 10:54:38 საზოგადოება

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით სულ 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 12%-ით ჩამოუვარდება.

საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ (9 194) თავშესაფარი გერმანიაში მოითხოვა, შემდეგ პოზიციას იკავებს საფრანგეთი 7210 განაცხადით; მას მოსდევს იტალია - 3015.

სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ჯამში 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მაღალია და ბოლო 7 წლის რეკორდს წარმოადგენს.

ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განაცხადი სირიიდან და ავღანეთიდანაა, თუმცა ასევე გაიზარდა მოთხოვნები პალესტინიდან და თურქეთიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S