Accentnews.ge
სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი გარდაიცვალა

სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი გარდაიცვალა

28/02/2024 09:56:41 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი.

ის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, სხვა რუს მოხელეებთან ერთად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ნიკოლაი რიჟკოვი 1985-1991 წლებში იყო სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, იყო სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

პოსტსაბჭოთა რუსეთში ის იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 2003 წლიდან 2023 წლამდე ნიკოლაიო რიჟკოვი ფედერაციის საბჭოს სენატორი გახლდათ ბელგოროდის რეგიონიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S