Accentnews.ge
18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ სამ მარშრუტზე იმოძრავებენ

18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ სამ მარშრუტზე იმოძრავებენ

28/02/2024 09:37:11 საზოგადოება

თბილისის მერიის ცნობით, 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა კახი კალაძემ თქვა, რომ ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე იმოძრავებენ, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:

  • N301 - პირველი გაჩერება არის ქვედა მელითონეთა დასახლება, ავტობუსი გაივლის ორთაჭალას, ბარათაშვილის ქუჩას, რუსთაველს, ჭავჭავაძეს და მისი ბოლო გაჩერებაა პოლიტკოვსკაიას ქუჩა.
  • N308 - პირველი გაჩერებაა გლდანის ტბა, ავტობუსი გაივლის გურამიშვილის გამზირს, დიდუბეს, მარჯანიშვილის ქუჩას, გალაქტიონის ხიდს, რუსთაველის გამზირს, მისი ბოლო გაჩერებაა ბარათაშვილის ქუჩა.
  • N314 - პირველი გაჩერებაა დიდი დიღომი IV მ/რ, ავტობუსი გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებს, რუსთაველის გამზირს, მისი ბოლო გაჩერებაა ბარათაშვილის ქუჩა.

"160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით", - თქვა კალაძემ.

იხილეთ ასევე: თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S