Accentnews.ge
ჩინეთის მთავრობის სპეცწარმომადგენელი კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ჩავა

ჩინეთის მთავრობის სპეცწარმომადგენელი კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ჩავა

28/02/2024 09:14:26 მსოფლიო

ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინას, რუსეთსა და ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ლი ჰუის ვიზიტის მიზანს რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნა წარმოადგენს.

უკრაინის, რუსეთისა და ბელგიის გარდა, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.

ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი ოფიციალურ ვიზიტებს 2 მარტს დაიწყებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S