Accentnews.ge
მექსიკაში ერთ დღეში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში ერთ დღეში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

28/02/2024 08:46:48 მსოფლიო

მექსიკის ქალაქ მარავატიოში მერობის ორი კანდიდატი რამდენიმე საათის შუალედში მოკლეს არჩევნების წინ, რომელიც 2 ივნისს უნდა გაიმართოს.

პოლიტიკოსებზე თავდასხმა დასავლეთის შტატ მიჩოაკანში მოხდა, რომელიც მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეგიონია.

გინეკოლოგი მიგელ ანხელ რეიეს ზავალა, რომელსაც სურდა, კენჭი ეყარა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მანქანაში, მისი კლინიკის წინ, – განაცხადა ხელისუფლებამ.

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, მას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.

რამდენიმე საათის შემდეგ არმანდო პერეს ლუნა იპოვეს მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული.

გასული წლის ივნისის შემდეგ მექსიკაში არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კვლევითი ჯგუფის Laboratorio Electoral-ის თანახმად, აქედან 16 პრეტენდენტი იყო. მკვლელობები ხშირად ხდება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ძალადობა მექსიკაში ნარკოკარტელების გაძლიერებას უკავშირდება.

კვლევის ანალიტიკურმა ორგანიზაციამ Integralia Consultants-მა ანგარიშში დაწერა, რომ „ორგანიზებული დანაშაული ისე ერევა 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში, როგორც არასდროს, "რადგან კარტელებმა გააფართოვეს თავიანთი ბიზნესი ნარკოტიკებს მიღმა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S