Accentnews.ge
კრემლის პროპაგანდისტი: საქართველოს პრობლემა 2008 წელს რომ მოგვარებულიყო, სომხეთთან საზღვარი გვექნებოდა

კრემლის პროპაგანდისტი: საქართველოს პრობლემა 2008 წელს რომ მოგვარებულიყო, სომხეთთან საზღვარი გვექნებოდა

28/02/2024 08:12:49 საზოგადოება

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თქვა, რომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს „ქართული პრობლემა“ რომ გადაჭრა - დაეპყრო ქვეყანა, ახლა რუსეთის ფედერაციას სომხეთთან ექნებოდა საზღვარი.

„სომხეთში პრობლემები არ იქნებოდა 2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით. ჩვენ 2008 წელს მოვაგვარებდით საქართველოს პრობლემას, გვექნებოდა სახმელეთო საზღვარი სომხეთთან, სადაც ცხოვრება ახლა სულ სხვაგვარად იქნებოდა“, - განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა.

მას კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაეთანხმა და თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას არ ექნებოდა საზღვრები არც საქართველოსთან და არც სომხეთთან და „წესების მიხედვით, ახლა ასეც უნდა იყო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S