
მინისტრი: ფრანგულ ჯარებს უკრაინაში არასაბრძოლო როლის შესრულება შეუძლიათ
28/02/2024 07:55:37 მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასავლელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა, უკრაინელებს რუსეთთან ომში პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის გარეშე გაუწიონ დახმარება.
"ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალი ქმედებები უნდა განვიხილოთ, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხებს, კერძოდ, მე ვგულისხმობ ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე, შეიარაღების წარმოებას". - თქვა სტეფან სეჟურნემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, "უკრაინის ტერიტორიაზე [ჯარი – რედ.] იმყოფებოდეს, თუმცა, ბრძოლის ზღვრის გადალახვის გარეშე":
"გამორიცხული არაფერი უნდა იყოს".
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.