
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ათი დრონიდან ათივე გავანადგურეთ
28/02/2024 06:07:18 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 28 თებერვლის ღამეს რუსების მიერ გაშვებული ათი დრონიდან ათივე გაანადგურეს.
მისი ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, რუსეთმა ასევე გამოიყენა საზენიტო მართვადი რაკეტები.
ცნობილია, რომ ღამით ოდესაში ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.