
ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა
28/02/2024 05:52:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გარდამტეხი მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“, -განაცხადა ჰასანმა.
მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც ორმხრივი ვიზიტით, ასევე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო.