Accentnews.ge
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკა უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკა უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის

27/02/2024 19:30:49 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკა უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა თავისუფალია, ისაუბროს საკუთარ ინტერესებიზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცენს არ გაგზავნის, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად გამორიცხა",– განაცხადა მილერმა.

ამასთან, მან კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მრავალმილიარდიან პაკეტს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გამარჯვების გზა ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშია“, - დასძინა მილერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულე მაკრონმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S