Accentnews.ge
რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება

რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება

27/02/2024 18:14:55 მსოფლიო

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში 9 წლის წინ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება.

ხალხს ყვავილები და სანთლები მიაქვს პოლიტიკური რეპრესიების ძეგლებთან. ბევრ ქალაქში პოლიციელები მემორიალებს სასწრაფოდ ასუფთავებენ.

მედიის ცნობით, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ტომსკში, ნოვოსიბირსკში, სამარაში, ციმბირისში და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს გვიან საღამოს კრემლიდან ასი მეტრის დაშორებით მოკლეს. ნემცოვის მკვლელობისთვის გაასამართლეს ხუთი შემსრულებელი. ბოროტმოქმედების დამკვეთის გამოვლენა სასამართლომ ვერ შეძლო.

ნემცოვის სიკვდილის შემდეგ ხალხი ყოველწლიურად აწყობს აქციებს პოლიტიკოსის მემორიალთან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მათი აკრძალვა დაიწყო სხვადასხვა მიზეზით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S