Accentnews.ge
DW: ნავალნის ადვოკატი დააკავეს

DW: ნავალნის ადვოკატი დააკავეს

27/02/2024 17:32:58 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი მოსკოვში დააკავეს, – იუწყება DW.

მისი ცნობით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

მედიის ინფორმაციით, "წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა".

დუბკოვი მოსკოვის შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. დასკვნაში "ბუნებრივი სიკვდილია" მითითებული. სხვა დეტალები არ არის მოწოდებული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნი 27-ედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. პოლიტიკოსის მომხრეები თვლიან, რომ ის მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S