
უკრაინა ერთ დღეში ორი რუსული სუ–34–ის ჩამოგდების შესახებ იუწყება
27/02/2024 16:28:26 მსოფლიო
უკრაინა ერთ დღეში ორი რუსული სუ–34–ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იუწყება.
ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ დაახლოებით დღის 2 საათზე უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი სუ-34 ჩამოაგდეს.
დღეს დილით მან კიდევ ერთი რუსული სუ–34–ის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.