Accentnews.ge
მოსკოვის სასამართლომ ბორის აკუნინის მეუღლის საბანკო ანგარიშები დააყადაღა

მოსკოვის სასამართლომ ბორის აკუნინის მეუღლის საბანკო ანგარიშები დააყადაღა

27/02/2024 15:03:55 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინის მეუღლეს ერიკა ჩხარტიშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. ცნობილია, რომ აკუნინის წინააღმდეგ საქმის წარმოების პროცესში 6 მილიონ რუბლზე მეტი დააყადაღეს.

მწერალს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი - ტერორიზმის გამართლება (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე) და ჯარის შესახებ "ყალბი" ინფორმაციის გავრცელება (207.3 მუხლის მე-2 ნაწილის "ე" პუნქტი, ხუთიდან ათ წლამდე). გამოძიება თვლის, რომ ერიკა ჩხარტიშვილის ანგარიშებზე არსებული თანხები "შეიძლებოდა დანაშაულის ჩადენისთვის გამოეყენებინათ".

შეგახსენებთ, რომ აკუნინის წინააღმდეგ საქმე 2023 წლის დეკემბერში აღიძრა. თებერვლის დასაწყისში ბასმანის სასამართლომ იგი დაუსწრებლად დააკავა.

რუსეთმა მწერალზე ძებნა 2024 წლის 26 იანვარს გამოაცხადა. ძებნის გამოცხადებამდე რუსეთმა აკუნინი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა, "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა და მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა აკუნინი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. მან რუსეთი 2014 წელსყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S