Accentnews.ge
ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

27/02/2024 14:13:56 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა.

“საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო,” - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა „მშვიდობის ფორმულა“ იქნება.

“გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების დაბრუნების საკითხის განხილვა.

"გარდა ამისა, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა. საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს”, - წერს ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S