
კასპაროვი: სევასტოპოლში უკრაინის დროშის აღმართვა რუსეთში ცვლილებების იმედს მოგვცემს
27/02/2024 14:00:27 მსოფლიო
მოჭადრაკე გარი კასპაროვი თვლის, რომ მხოლოდ ყირიმის დეოკუპაცია გააჩენს რუსეთში ცვლილების იმედს. ამის შესახებ მან რიგაში "თავისუფალი რუსეთის" ფორუმზე განაცხადა, რომლის დამფუძნებელიც თავადაა.
„მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვაწუხებს უკრაინის გამარჯვება და ეს არის მიზანი, რომლისკენაც მივდივართ. იმიტომ, რომ რუსეთი არ გახდება თავისუფალი, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს! მხოლოდ სევასტოპოლში უკრაინის დროშის აღმართვა მოგვცემს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები დაიწყება! დიახ, უკრაინის დროშა სევასტოპოლში არ ნიშნავს მოსკოვში რეჟიმის ავტომატურ შეცვლას, მაგრამ ეს აუცილებელი პირობაა, რომ ასეთი შესაძლებლობა გვქონდეს“, - აღნიშნა მან.
"თავისუფალი რუსეთის" ფორუმი შეიქმნა 2016 წლის მარტში ივან ტიუტრინის და გარი კასპაროვის მიერ. ორგანიზაციამ კონფერენციები გამართა ვილნიუსსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ატარებს ე.წ. ომის საწინააღმდეგო კონფერენციებს.
გარი კასპაროვი არის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში და რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. ის აქტიურად საუბრობს, მათ შორის ამერიკულ მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად.