Accentnews.ge
ნავალნის გუნდი ვერ პოულობს ადგილს პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად

ნავალნის გუნდი ვერ პოულობს ადგილს პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად

27/02/2024 12:54:17 მსოფლიო

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდი მოსკოვში ვერ პოულობს დარბაზს გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გასამართად რადგან, დამკრძალავი სააგენტოები მათთვის ასეთი სერვისის მიწოდებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსის გუნდი დაუკავშირდა კერძო და სახელმწიფო სააგენტოებსა და სალონებს. ზოგიერთ ორგანიზაციაში ეუბნებიან, რომ დარბაზი დაკავებულია, ზოგიერთი კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახელის ხსენებისას უარს ამბობს მომსახურებაზე. „ერთ–ერთ ორგანიზაციაში პირდაპირ გვითხრეს, რომ დამკრძალავ სააგენტოებს ჩვენთან მუშაობა აეკრძალათ".

ნავალნის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად შენობების ძებნა გრძელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი შესაძლოა, მიმდინარე კვირას დაკრძალონ.

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას ლუდმილას მხოლოდ გასულ შაბათს, 24 თებერვალს გადასცეს. მანამდე ახლობლებს ცხედრის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ლუდმილა ნავალნაიამ თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მას ულტიმატუმი წაუყენა: ან უნდა დათანხმებოდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვაზე საჯარო გამომშვიდობების გარეშე, ან ნავალნის კოლონიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. დასკვნაში "ბუნებრივი სიკვდილია" მითითებული. სხვა დეტალები არ არის მოწოდებული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნი 27-ედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. პოლიტიკოსის მომხრეები თვლიან, რომ ის მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S