
დუდა: ყველაზე მწვავე დისკუსია უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე იყო, შეხედულებები განსხვავებულია
27/02/2024 10:33:49 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაადასტურა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც 28 ევროპული ქვეყნის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მწვავე დისკუსიის საგანი იყო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი. კონფერენცია პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით შედგა.
"ყველაზე მწვავე დისკუსია შეეხო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტური თანხმობა არ ყოფილა. შეხედულებები განსხვავებულია." – თქვა დუდამ ჟურნალისტებთან.
პოლონეთის პრეზიდენტს კონკრეტული ქვეყნების პოზიციები არ დაუზუსტებია:
"როდესაც საქმე ეხება დეტალებს, ინდივიდუალური ქვეყნების გადასაწყვეტია, რა სახის დახმარებას გაუწევენ უკრაინას." – დაამატა დუდამ.
დუდამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროპული ქვეყნები ახლო მომავალში უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად გადაცემას შეძლებენ, რაც, მისი აზრით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია.
მანამდე სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრმა რობერტ ფიცომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ.