Accentnews.ge
დანიის პრემიერი: თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს

დანიის პრემიერი: თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს

27/02/2024 10:29:18 მსოფლიო

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს.

"ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი, თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ? ევროპამ უნდა აღიაროს, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაუხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და ამიტომაც დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S